საქმიანი მამაკაცის ავტოკალამს საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. შვეიცარიულ საათთან და ლამაზ სათვალესთან ერთად კარგი ავტოკალამი იმ ნივთების რიცხვი გადის, რომელსაც მისი მფლობელის სოციალური სტატუსის გაცემა შეუძლია.  ქამარი მამაკაცის უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, მასაც თავისი მოდა აქვს.
ქამარი ფერითა და მასალის ფაქტურით ფეხსაცმელსა და საფულეს უნდა შეესაბამებოდეს. სასურველია ქამარი საათის სამაჯურს უხდებოდეს, თუმცა აუცილებელი არ არის. სრულიად დასაშვებია ქამრისა და პერანგის, ან ჰალსტუხის ფერების ჰარმონია.  გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლა ქოლგის მოდაზე უნდა გესაუბროთ. საქართველოში ნაკლებად, მაგრამ სხვა ქვეყნებში მამაკაცისთვის ეს აქსესუარი მნიშვნელოვანია. მასაც, ისევე როგორც სხვა აქსესუარებს, თავისი მოდა აქვს.. ისიც იცვლება, თუმცა არა ისე სწრაფად, როგორც საერთოდ მოდა...
რამდენიმე წლის წინ პოპულარული დასაკეცი ქოლგების ნაცვლად ახლა მოდაში ქოლგა-ტროსტია, მაშინაც კი, თუ სულაც არ აპირებთ კლასიკური კოსტიუმის ჩაცმას, ან არ მუშაობთ ოფისში.  რა თქმა უნდა ქოლგისთვის იდეალური ფერი არის შავი. ის პრაქტიკულია და ყველანაირ სამოსს მოუხდება. გარდა ქოლგის ფერისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რისგან არის მისი სახელური დამზადებული.
ყველაზე მოხერხებული და ელეგანტური ტყავგადაკრული სახელურია. მამაკაცის კიდევ ერთი არანაკლებად მნიშვნელოვანი აქსესუარი არის შარფი. უფრო ეფექტურად და სოლიდურად მკაცრი, ერთი ტონის შარფი გამოიყურება ყოველგვარი ნახატების გარეშე. ძირითადი და გავრცელებული ფერები შავი და თეთრია.
ყველაზე მოხერხებული და ელეგანტური ტყავგადაკრული სახელურია. მამაკაცის კიდევ ერთი არანაკლებად მნიშვნელოვანი აქსესუარი არის შარფი. უფრო ეფექტურად და სოლიდურად მკაცრი, ერთი ტონის შარფი გამოიყურება ყოველგვარი ნახატების გარეშე. ძირითადი და გავრცელებული ფერები შავი და თეთრია.
რომელია 2011 წლის საუკეთესო სუნამო?  მადრიდში 2011 წლის საუკეთესო სუნამოები გამოავლინეს. მიმდინარე წლის ქალის საუკეთესო სუნამოდ ”ბიონსე ჰიტი” დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სუნამომ ისეთი პარფიუმები ჩამოიტოვა უკან, როგორებიცაა ”ლედი რებელ როკ დელუქსი” და ”ვუმენს სეკრეტი”. რაც შეეხება მამაკაცის საუკეთესო სუნამოს, ეს ტიტული ”ფლეიბოი ლონდონმა” დაიმსახურა.  გარდა ამისა, ლუქსის კლასის ქალის საუკეთესო სუნამოდ ვალენტინოს ”ვალენტინა” დასახელდა,
მამაკაცის არომატებიდან კი კაროლინა ჰერერას ”212” აღიარეს.  მადრიდის დაჯილდოებაზე ამ ნომინაციების გარდა სუნამოები, კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს.
მაგალითად: ქალის საუკეთესო კლასიკურ სუნამოდ კენზოს ”ფლოვერ ბაი კენზო” დასახელდა, მამაკაცის არომატებში კი ეს ტიტული ჯორჯო არმანის ”ჯიომ” დაისაკუთრა.
სუნამომ ისეთი პარფიუმები ჩამოიტოვა უკან, როგორებიცაა ”ლედი რებელ როკ დელუქსი” და ”ვუმენს სეკრეტი”. რაც შეეხება მამაკაცის საუკეთესო სუნამოს, ეს ტიტული ”ფლეიბოი ლონდონმა” დაიმსახურა.  გარდა ამისა, ლუქსის კლასის ქალის საუკეთესო სუნამოდ ვალენტინოს ”ვალენტინა” დასახელდა,
მამაკაცის არომატებიდან კი კაროლინა ჰერერას ”212” აღიარეს.  მადრიდის დაჯილდოებაზე ამ ნომინაციების გარდა სუნამოები, კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს.
მაგალითად: ქალის საუკეთესო კლასიკურ სუნამოდ კენზოს ”ფლოვერ ბაი კენზო” დასახელდა, მამაკაცის არომატებში კი ეს ტიტული ჯორჯო არმანის ”ჯიომ” დაისაკუთრა.
აშშ-ში ნოემბრის თვეში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს.
რეიტინგის ავტორები ამბობენ, რომ მყიდველებმა პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებში ”ტოიოტა ქემრის” მიანიჭეს. მთლიანობაში კი საპატიო მესამე ადგილი უჭირავს. მას ”F” სერიის ”ფორდი” და ”შევროლე სილვერადო” უსწრებენ.
აშშ-ში ნოემბრის თვეში ყველაზე გაყიდვად მანქანებში მეოთხე პოზიცია ”ფორდ ესქეიფს” უჭირავს. შემდეგ არის ”ნისან ალტიმა”, მას კი ”ფორდ ფუჟენი” მოსდევს. მეშვიდე ადგილი ”Ram Pickup”-ს, მერვე კი ”ჰონდა სივიკს” ერგო. მეცხრე პოზიცია ”ჰონდას” კიდევ ერთ მოდელს ”სი-არ-ვის” ერგო. ათეულს ”ტოიოტა კოროლა” ასრულებს.
აშშ-ში ნოემბრის თვეში ყველაზე გაყიდვად მანქანებში მეოთხე პოზიცია ”ფორდ ესქეიფს” უჭირავს. შემდეგ არის ”ნისან ალტიმა”, მას კი ”ფორდ ფუჟენი” მოსდევს. მეშვიდე ადგილი ”Ram Pickup”-ს, მერვე კი ”ჰონდა სივიკს” ერგო. მეცხრე პოზიცია ”ჰონდას” კიდევ ერთ მოდელს ”სი-არ-ვის” ერგო. ათეულს ”ტოიოტა კოროლა” ასრულებს.
აშშ-ში ნოემბრის თვეში ყველაზე გაყიდვად მანქანებში მეოთხე პოზიცია ”ფორდ ესქეიფს” უჭირავს. შემდეგ არის ”ნისან ალტიმა”, მას კი ”ფორდ ფუჟენი” მოსდევს. მეშვიდე ადგილი ”Ram Pickup”-ს, მერვე კი ”ჰონდა სივიკს” ერგო. მეცხრე პოზიცია ”ჰონდას” კიდევ ერთ მოდელს ”სი-არ-ვის” ერგო. ათეულს ”ტოიოტა კოროლა” ასრულებს.
აშშ-ში ნოემბრის თვეში ყველაზე გაყიდვად მანქანებში მეოთხე პოზიცია ”ფორდ ესქეიფს” უჭირავს. შემდეგ არის ”ნისან ალტიმა”, მას კი ”ფორდ ფუჟენი” მოსდევს. მეშვიდე ადგილი ”Ram Pickup”-ს, მერვე კი ”ჰონდა სივიკს” ერგო. მეცხრე პოზიცია ”ჰონდას” კიდევ ერთ მოდელს ”სი-არ-ვის” ერგო. ათეულს ”ტოიოტა კოროლა” ასრულებს.
წიგნის სადისტრიბუციო კომპანია „წიგნის სამყარო“ 2005 წლის მარტში დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით განაგრძობს მუშაობას.
კომპანია მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რაც წიგნის სფეროში არსებულ სიახლეებს და სხვადასხვა საინტერესო პროექტს უკავშირდება. ყოველწლიურად ვმონაწილეობს თბილისის წიგნის ფესტივალზე, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც წიგნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური გამოფენა–გაყიდვა იმართება.
კომპანია თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, რომელთა დახმარებითაც „წიგნის სამყარომ“ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება შეძლო. კომპანია წიგნის ბაზარზე ნერგავს ნოვატორულ იდეებს, რომელიც მკითხველ–მომხმარებელთა ინტერესებს და მათ გემოვნებას ითვალისწინებს, შესაბამისად სრულფასოვან მომსახურებას უწევს მათ.
ამ და სხვა მიზეზთა გამო „წიგნის სამყარო“ წიგნის ერთ–ერთი მოქნილი და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოს მასშტაბით.
კომპანია პარტნიორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის თანაავტორია, როგორიცაა მაგალითად წიგნის მაღაზიათა ქსელი „ლიბრა“, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხითა და წიგნების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. წიგნის სამყაროში მიმდინარე პროცესების საზოგადოებისათვის ფართოდ გაცნობის მიზნით გამოსცეს ჟურნალი „წიგნი და სამყარო“.
1924 წლის 15 დეკემბერს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე.  საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს . 1946 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების სპეციალობით.
ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1946 წელს გაზეთ “ლიტერატურასა და ხელოვნებაში” და ჟურნალ „მნათობში”.   ანა კალანდაძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1953 წელს. კრებულმა პოპულარობა მოუტანა. შემდგომ წლებშიც ნაყოფიერად მუშაობდა და გამოსცემდა ლექსების კრებულებს, სხვადასხვა გამოცემებში ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს.
მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.   თვითონ ანა კალანაძე თარგმნიდა უცხოელი პოეტების, ალექსანდრე პუშკინის, სტეფან მალარმესა და სხვათა ნაწარმოებებს. აქვეყნებდა ესეებს, წერილებს. წერდა მოგონებებს.    მის ნაწარმოებებზე არა ერთმა კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა. კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა ანა კალანდაძის ლექსის ტექსტზე შექმნა თავისი მეოთხე სიმფონია, განკუთვნილი სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის.
ანა კალანდაძე გახლდათ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და პუბლიცისტიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, “საპატიო ნიშნის” ორი და ღირსების ორდენის კავალერი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბას" მფლობელი...
ანა კალანდაძის პოეზია ძალიან უშუალოა და გამოირჩევა სინატიფითა და სინაზით. განსაკუთრებულია მისი ლირიზმი, ფრაზის სიფაქიზე, სილამაზე და თუ შეიძლება ითქვას, ხშირად ბავშვურობაც კი, რითმის უჩვეულობა და უბრალოება, ძველი და თანამედროვე ლექსიკის შერწყმა.  ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს.
1817 წლის 4 დეკემბერს დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.  ამჯერად გვინდა მისი ცხოვრებიდან ერთი ეპიზიდი გავიხსენოთ, რომელიც კარგად გვიჩვენებს როგორი მამულიშვილი იყო ჩვენი საყვარელი პოეტი და როგორ აქტიურად იღვწოდა ადრეული სიჭაბუკიდანვე, თავისი ლექსებით თუ საქმიანობით.  ზაქარია ჭიჭინაძეს გადმოცემული აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის თანაკლასელის, მამია გურიელის ნაამბობი. რომლითაც ირკვევა, რომ ყმაწვილმა პოეტმა პოლიციის მიერ გაჩხრეკის შიშით დაწვა თავისი არა ერთი ლექსი.
მამია გურიელს უთქვამს:  „ნიკოლოზ ბარათაშვილი და მე ერთ სკოლის მერხზე ვიჯექით, ნიკ. ბარათაშვილმა წინეთ შეიტყო, რომ შენ გაგჩხრეკენო. მას ბევრი ლექსები აქვნდა რუსის მთავრობის წინააღმდეგ ნაწერი. იგი მალე წავიდა სახლში. მეც თან წამიყვანა, ყველა ეს ნაწერები ბუხარში შეყარა და ცეცხლს მისცა. ის იყო დაიწო და გამჩხრეკნიც მოვიდნენ. სასტიკად გაჩხრიკეს ყველაფერი.
მერე ნიკ. ბარათაშვილს სხვადასხვა ლექსებს უჩვენებდნენ და ჰკითხვდნენ, რომ ეს შენი დაწერილიაო? ნიკ. ბარათაშვილი ყველაფერზე უარს ეუბნებოდა“.  ამგვარად დაიკარგა არა ერთი ლექსი, რომელნიც სიჭაბუკის ასაკში შემდგარმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა შექმნა.  მამია გურიელის მოგონებაში კარგად ჩანს, იმპერიის პოლიციამაც კარგად იცოდა, რომ ის ლექსებს წერდა. რუსეთის იმპერიას არა მარტო ქართველი შეთქმულების აჯანყების, არამედ ქართველი პოეტების პატრიოტული ლექსებისაც ეშინოდა.  1833 თუ 1834 წელს ტფილისის გიმნაზიის მოსწავლეებმა გამოსცეს ხელნაწერი ანთოლოგია. ანთოლოგიაში შეტანილი იყო ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“.
ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ორბელიანის, გიორგი ერისთავის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დავით მაჩაბლისა და დავით ყორღანაშვილის თხზულებები, მათ შორის, ორიგინალურები და თარგმნილები. ანთოლოგია გადაუწერია მიხეილ თუმანიშვილს.  გიმნაზიის მოსწავლეთა მიერ ამგვარი ანთოლოგიის შედგენა მათ გამბედაობას ამტკიცებს. ავტორთა უმრავლესობა ხომ „სახელმწიფო დამნაშავეებად“ იყვნენ გამოცხადებული და პატიმრობაში იმყოფებოდნენ 1932 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო.
ეს ანთოლოგია მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისი შექმნის, შეკრებისა და გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილი. გიმნაზიის მოსწავლეთა მიერ შედგენილ ანთოლოგიაში შევიდა ახალგაზრდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუთი ლექსი“ „ვარდი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, „ვარდი და ბულბული“, „კავკასიური მოთხრობა“, „შემოღამება მთაწმინდაზე“.  ანთოლოგიაში ზოგიერთი ნაწარმოები ნიკოლოზ ბარათაშვილისა ძველი რედაქციითაა წარმოდგენილი. ზუსტი დათარიღება საკმაოდ ძნელია.  დღეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ორი ლექსი.
ჩემს ვარსკვლავს  რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?  მაინც გეტრფი,
თუმცა ხშირადა მკლავო:  შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,  შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!  ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,  რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;  შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ, როს მიბჟუტვით ნისლით-გამო მონათებ.  რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,  მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:  ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,  მალხინებელ დაბინდულის გულისა!  მოციმციმდი, მოდი, გამომედარე, შენგან ბნელი გული გამომიდარე;  კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,
ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.  შემოღამება მთაწმინდაზე  ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი  დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,  ვითარ ჰშვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,  ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!  ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!  რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს! ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,  და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!  მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,  კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,  და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო
წუხარ და სევდიანი!  ოჰ, ვით ყოველი, ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!  ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!  აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,  მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!  მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,  გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,  ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება... მაგრამ ვერ სცნობენ გლახ მოკვდავნი განგებას ციურს!  დაფიქრებული ვიდეგ სერზედა, და, ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,  შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;  ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესო
დენ  და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდენ!  მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,  ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება არა იპოვოს და არ დაჰხსნას გულსა ვაება;  გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!  სდუმდა ყოველი მუნ არე-მარე, ბინდი გადეკრა ცისა კამარას.  მოსდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო
მისი ამარა!  გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული? მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!  ამგვარი იყო მთაწმიდაზედ შემოღამება!  ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი  მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი;  მხოლოდ გული ჰგრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება!  ჰოი, საღამოვ,
მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად! როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!  მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,  რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!